TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და ნოტინგჰემი ლუისის ტრანსფერის ფინანსურ ასპექტზე შეთანხმდნენ

იტალიური მედიის ცნობით, ნოტინგჰემსა და იუვენტუსს შორის დუგლას ლუისის ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.

SportItalia-ს ცნობით, ინგლისელები ბრაზილიელი ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონს იხდიან, მისი შემდგომში 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო იქნება.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ფორესტის წინადადებით კმაყოფილია, თუმცა ბრაზილიელის იჯარით გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მისი გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იქნება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

86 views
error: დაცული კონტენტი !