იუვე სინგოს ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი მონაკოს უკანახაზელის უილფრედ სინგოს ტრანსფერით ინტერესდება.
SportItalia-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი 24 წლის კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს, რომელსაც როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, ნიკოლო სავონას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.
წყაროს ცნობით, მონაკო ტორინოს ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                