TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჰიულმანდი იუვენტუსის მოლოდინშია

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სპორტინგის მორტენ ჰიულმანდი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და დანიელ ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, 26 წლის ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნება და იუვენტუსში თამაში უნდა, რაც ტურინულ გრანდს მოლაპარაკებებში გარკვეულ უპირატესობას მისცემს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს პირველ რიგში დუგლას ლუისის გაყიდვა მოუწევს, მიღებული თანხით კი ბიანკონერი სწორედ ჰიულმანდის გაფორმებას ეცდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

65 views
error: დაცული კონტენტი !