TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვეას მარსელში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა

ტიმოთი ვეა კარიერას მარსელში არ გააგრძელებს და მას სხვა გუნდის პოვნა მოუწევს.

იუვენტუსთან გართულებული მოლაპარაკებების ფონზე, ფრანგულმა გუნდმა ფეიენორდთან იგორ პაიხაოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, რაც ვეას მარსელში ტრანსფერს გამორიცხავს.

ტიმოთის მსურველები ინგლისში ჰყავს და მარსელთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, იუვენტუსი პრემიერ ლიგის წარმომადგენლებისგან კონკრეტული წინადადების მოლოდინშია.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

61 views
error: დაცული კონტენტი !