TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ლეონის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

იუვენტუსი პარმას იტალიელი ტალანტის ჯოვანი ლეონის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

18 წლის მცველი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად მოიაზრება და მის ტრანსფერზე როგორც სერია ა-ს, ასევე სხვა წამყვანი ჩემპიონატების გრანდები მუშაობენ.

La Stampa-ს ინფორმაციით, პარმას ლეონის გაყიდვა არ სურს და მის კიდევ ერთი წლით შენარჩუნებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი პარმას ფეხბურთელის სანაცვლოდ 25-30 მილიონს შესთავაზებს და თანხმობის შემთხვევაში 1 წლით მას ჯალობლუში იჯარის წესით დატოვებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

83 views
error: დაცული კონტენტი !