სანჩოს იუვენტუსში ტრანსფერი გონსალესზეა დამოკიდებული
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის მოლაპარაკებები ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე ჯერჯერობით შეჩერებულია.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ბიანკონერი მის გაფორმებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც გუნდს ნიკო გონსალესი დატოვებს.
გონსალესის აგენტი ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა და მის მიმართ არსებული დიდი ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსს ჯერჯერობით კონკრეტული წინადადება არ მიუღია.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                