TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოლო კვლავ პრიორიტეტია, ნუნიესი და ჰოილუნდი – ალტერნატივა

იუვენტუსი ცენტრ-ფორვარდის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის პრიორიტეტად რანდალ კოლო მუანი რჩება, მაგრამ პსჟ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებებში არსებული სირთულეების ფონზე, ბიანკონერის მისი ალტერნატიული ვარიანტები შერჩეული ჰყავს.

La Repubblica-ს ცნობით, თუ კოლოს ტურინში დაბრუნება ვერ მოხერხდა, იუვენტუსი რასმუს ჰოილუნდის ან დარვინ ნუნიესის გაფორმებას ეცდება.

არც ერთი მათგანი თავიანთი გუნდების გეგმებში არ შედიან, ამიტომ იუვენტუსს ერთ-ერთის იჯარით გაფორმების იმედი აქვს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

64 views
error: დაცული კონტენტი !