TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლუისი კონტინასაზე არ გამოცხადდა, იუვენტუსი შესაბამის ზომებს მიიღებს…

დღეს იუვენტუსის ფეხბურთელები კონტინასას ბაზაზე მივიდნენ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და სეზონისთვის მზადებას შეუდგებიან.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დუგლას ლუისი კონტინასაზე თვითნებურად არ გამოცხადდა, რის გამოც ტურინული გრანდი მის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებს და დიდი ალბათობით ფულად ჯარიმას დააკისრებს.

ლუისი იგორ ტუდორის გეგმებში არ შედის და მისი აგენტი ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

58 views
error: დაცული კონტენტი !