TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი იუვენტუსს ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ ტიაუს სთავაზობს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და როსონერი სერბი ფორვარდის სანაცვლოდ იუვენტუსისთვის მალიკ ტიაუს შეთავაზებას გეგმავს.

23 წლის ცენტრალური მცველი მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის, ამიტომ ის დიდი ალბათობით ლომბარდიული გრანდის რიგებს დატოვებს.

იუვენტუსს დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება უნდა, ამიტომ ბიანკონერი აღნიშნული ბარტერის წინააღმდეგი არ არის, თუ მილანმა ვლაჰოვიჩთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება შეძლო.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !