ლუისის აგენტი ინგლისურ გუნდებს ხვდება
დუგლას ლუისის აგენტი ინგლისშია, სადაც ის პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდს შეხვდება და პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების მიღწევას ეცდება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს დატოვებს.
ლუისის მიმართ ინტერესს ევერტონი, ვესტ ჰემი, ნოტინგჰემ ფორესტი და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ. იუვენტუსს ლუისის სანაცვლოდ 35-40 მილიონის მიღება სურს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                