TuttoJuve

Juve per sempre sarà

სანჩოს იუვენტუსში ტრანსფერს კომოლის საბოლოო მწვანე შუქი აშორებს

ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა როგორც მანჩესტერთან, ასევე პირადად ფეხბურთელთან ყველა პირობა შეათანხმა და ტრანსფერს დამიენ კომოლის საბოლოო მწვანე შუქი აფერხებს.

მომბლანოს თქმით, იუვენტუსი სანჩოს პოტენციალში დარწმუნებულია, თუმცა პრობლემა მისი არასტაბილურობა და მენტალური მდგომარეობაა. მოსალოდნელია, რომ კომოლი ტრანსფერს საბოლოო მწვანე შუქს უახლოეს დღეებში აუნთებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

58 views
error: დაცული კონტენტი !