ნაპოლიმ მირეტის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
ნაპოლის ინტერესი ფაბიო მირეტის მიმართ სერიოზულ სახეს იღებს და პარტენოპეიმ იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა აქტიურად დაიწყო.
გამოცემა Rai Sport-ის ინფორმაციით, ჯოვანი მანა მირეტის აგენტს უკვე შეხვდა და უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები იუვენტუსთან დაიწყება.
იუვენტუსს მირეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. იგორ ტუდორი ფეხბურთელს უახლოეს პერიოდში დააკვირდება და თუ გუნდმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა, ბიანკონერი მინიმუმ 15-20 მილიონს მოითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                