იუვე ნუნიესის იჯარით გაფორმებას ეცდება
La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ლივერპულის ფორვარდის დარვინ ნუნიესის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ურუგვაელი ფორვარდის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში 50-60 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
ნუნიესი ლივერპულის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ დიდია ალბათობა, სქაუზერები ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდნენ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                