პორტუ იუვენტუსს ფეხბურთელების ბარტერი შესთავაზა
სპორტინგის შემდეგ,  ალბერტო კოშტას ტრანსფერზე მუშაობა პორტუმაც დაიწყო და იუვენტუსს ფეხბურთელების ბარტერს სთავაზობს.
SportItalia-ს ცნობით, პორტუგალიელებს კოშტას ტრანსფერში 25 წლის მარჯვენა მცველის ჟოაუ მარიოს ჩართვა უნდათ, რასაც კიდევ 3 მილიონი ევრო დაემატება.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის აქტივში 7 საგოლე გადაცემა გახლდათ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                