TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი მილანის პრიორიტეტად რჩება

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი მილანის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, როსონერი ტრანსფერის დახურვას ზაფხულის მიწურულს ეცდება და იმედოვნებს, რომ იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს მის უფასოდ, ან შედარებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ გაშვებას დათანხმდება.

გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის გუნდში ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს და მილანში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად სერბი ფორვარდია.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

62 views
error: დაცული კონტენტი !