TuttoJuve

Juve per sempre sarà

პსჟ და ინგლისელები ტურამის ტრანსფერით ინტერესდებიან

ხეფრენ ტურამი გასულ სეზონში იუვენტუსის რიგებში ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა და საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ამიტომ მის მიმართ არსებული ინტერესი გასაკვირი არ არის.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგის მიმართ ინტერესს პსჟ და რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს, თუმცა ტურინული გრანდი ტურამის გაყიდვას არც კი განიხილავს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ხეფრენის ახალ კონტრაქტზე დაიწყებს მუშაობას, რომლის მიხედვითაც ის გუნდში 2029 წლამდე დარჩება და ფრანგის გასამრჯელო 3.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ) 

63 views
error: დაცული კონტენტი !