იუვენტუსმა და კომომ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კომო მატია პერინის ტრანსფერით ინტერესდება.
იტალიელ კიპერს იუვენტუსის დატოვება და ისეთ გუნდში გადასვლა სურს, სადაც ის პირველი ნომერი იქნება და რეგულარულად თამაშს შეძლებს.
წყაროს ცნობით, თუ პერინი კომოში გადასვლას დათანხმდება, აძური იუვენტუსს მის სანაცვლოდ ბიანკონერის აკადემიის აღზრდილს ემილ აუდეროს შესთავაზებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ) 

 
                 
                 
                