სანჩომ რამდენიმე გუნდი უარით გაისტუმრა და იუვენტუსის მოლოდინშია
იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და მოსალოდნელია, რომ ინგლისელი ტურინულ გრანდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.
SportItalia-ს ცნობით, სანჩომ გასულ დღეებში რამდენიმე წინადადება მიიღო, მათ შორის მისი ტრანსფერით ინგლისური გუნდები ინტერესდებოდნენ, მაგრამ ჯეიდონს კარიერის ტურინში გაგრძელება უნდა.
იუვენტუსი დიდი ალბათობით ტრანსფერს ვეა-მბანგულას დუეტის გაყიდვის შემდეგ დახურავს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ) 

 
                 
                 
                