მირეტის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ტუდორი მიიღებს
ფაბიო მირეტი გუნდთან ერთად ვარჯიშს 24 ივლისს განაახლებს, თუმცა მისი მომავალი ჯერჯერობით კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იგორ ტუდორი იტალიელ ფეხბურთელს დააკვირდება და მის თაობაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.
წყაროს ინფორმაციით, ფაბიოს მსურველები მრავლად ჰყავს, მის მიმართ ინტერესს ბოლონია, სასუოლო და ნაპოლი იჩენენ, ამიტომ თუ იუვენტუსი ფეხბურთელის გაყიდვას გადაწყვეტს, 15-20 მილიონი ევროს მიღება არ გაუჭირდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                