TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი და ევერტონი ლუისის ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმდნენ

ევერტონი დუგლას ლუისის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და გუნდებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.

ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ის ცნობით, ტურინული გრანდი ევერტონის მიერ შეთავაზებული ფორმულის წინააღმდეგი არ არის, რომელიც ბრაზილიელის ფასიან არენდას ითვალისწინებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, საერთო ჯამში კი ბიანკონერი 40 მილიონ ევროს მიიღებს.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისელები ლუისთან დაიწყებენ მოლაპარაკებებს და თუ მან ევერტონის წინადადება მიიღო, ბრაზილიელი იუვენტუსს დატოვებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

61 views
error: დაცული კონტენტი !