იუვენტუსს ვასკესი შესთავაზეს
ლუკას ვასკესი რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და ფეხბურთელის აგენტს კლიენტისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაწყებული აქვს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს ევროპის დატოვება არ სურს და კარიერის რომელიმე გრანდში გაგრძელება უნდა.
წყაროს ცნობით, ვასკესის აგენტმა ფეხბურთელის სამსახური რამდენიმე გუნდს, მათ შორის იუვენტუსს შესთავაზა. 34 წლის ესპანელი 2-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით 3.5-4 მილიონ ევროს ითხოვს.
დამიენ კომოლი ვასკესის კანდიდატურას განიხილავს, თუმცა ის ჯერჯერობით გუნდის პრიორიტეტი არ არის.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                