TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და მარსელი ვეას ტრანსფერის ბოლო დეტალებზე მუშაობენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და მარსელს შორის ტიმოთი ვეას ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

წყაროს ცნობით, ფრანგებმა ამერიკელ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც ის გასამრჯელოს სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

იუვენტუსს ვეას სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურს, მარსელის ბოლო წინადადება კი ბონუსების ჩათვლით 12-13 მილიონია.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

86 views
error: დაცული კონტენტი !