TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის გაუმჯობესებული წინადადება სანჩოს სანაცვლოდ, რაც სავარაუდოდ საკმარისი იქნება…

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, უახლოეს საათებში იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება და დიდი ალბათობით გუნდები საერთო ენის გამონახვას შეძლებენ.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის, წინადადება ბონუსების ჩათვლით 18-20 მილიონ ევრომდე გაზარდოს და სავარაუდოდ ინგლისური გრანდი ამ წინადადებას მიიღებს.

ტურინულ გრანდსა და სანჩოს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ინგლისელი მანჩესტერის საბოლოო მწვანე შუქის მოლოდინშია, რის შემდეგაც ის ტურინში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსს ოფიციალურად შეუერთდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

50 views
error: დაცული კონტენტი !