ინტერი გონსალესის ტრანსფერით ინტერესდება
ინტერი იუვენტუსის ფეხბურთელის ნიკო გონსალესის ტრანსფერით ინტერესდება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნერაძურის პრიორიტეტი ადემოლა ლუკმანია, თუმცა ატალანტასთან მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება და ალტერნატიული ვარიანტი სწორედ გონსალესი გახლავთ.
წყაროს ცნობით, ინტერის გარდა, გონსალესის მიმართ ინტერესს არაბული გუნდები და ატლეტიკო იჩენენ. იუვენტუსს ნიკოს სანაცვლოდ 30-35 მილიონის მიღება სურს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
