სანჩოს იუვენტუსში ტრანსფერი კვირის ბოლომდე დიახურება
იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მოლაპარკებები დასკვნით ფაზაშია და ინგლისელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში შეუერთდება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინ სანჩოს აგენტი ტურინში ჩაფრინდა და მხარეებმა ტრანსფერის ფინანსური ასპექტები განიხილეს, რის შემდეგაც ჯეიდონის წარმომადგენელი მანჩესტერის ხელმძღვანელობას შეხვდება და დიდია ალბათობა, იუვენტუსმა საბოლოო მწვანე შუქი მიიღოს.
მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი სანჩოს სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 17-18 მილიონს გადაიხდის. ინგლისელი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო 5.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
