TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოდესტო:“ ასეთი დიდებული გუნდის რიგებში მუშაობა პატივი და პასუხისმგებლობაა…“

დამიენ კომოლის შემდეგ, იუვენტუსში ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ კომენტარი თავად ფრანსუა მოდესტომ გააკეთა.

„ასეთი პრესტიჟული, ისტორიული გუნდის რიგებში მუშაობა ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.

„იუვენტუსს აქვს უდიდესი ისტორია და გამარჯვების კულტურა, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. დამიენთან, ტუდორთან და იუვენტუსის სტაფთან ერთად გუნდის განვითარებისა და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლისთვის მზად ვარ.

„ჩვენი მიზანი თანამედროვე, ამბიციური და წარმატებული პროექტის განხორციელებაა. მე ჩემს გამოცდილებას იუვენტუსის წარმატებას მოვახმარ, როგორც იტალიაში, ასევე ევროპაში.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

52 views
error: დაცული კონტენტი !