TuttoJuve

Juve per sempre sarà

გონსალესი არაბეთში გადასვლის წინააღმდეგი არ არის

იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ნიკო გონსალესმა არაბეთში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ტურინული გრანდი მის გაყიდვას ცდილობს და ამ მომენტისთვის ნიკოს ტრანსფერით ყველაზე მეტად არაბული ალ-აჰლი ინტერესდება.

წყაროს ინფორმაციით, გონსალესმა თავის აგენტს აცნობა, რომ არაბეთში გადასვლის წინააღმდეგი არ არის და მათთან მოლაპარაკებები დაავალა.

ალ-აჰლი იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდის წინააღმდეგი არ გახლავთ, თუ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

51 views
error: დაცული კონტენტი !