პსჟ კოლოს იჯარაზე უარს ამბობს
იუვენტუსს პსჟ-სთან რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმების მიღწევა გაუჭირდება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, პარიზელები კოლოს იჯარის გახანგრძლივებას არც კი განიხილავენ და მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40-45 მილიონი ევროს გამომუშავებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავენ.
წყაროს ცნობით, ფრანგ ფორვარდს მსურველები მრავლად ჰყავს, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იუვენტუსმა მისი არენდის გახანგრძლივება შეძლოს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                