TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვემ კოშტას გაყიდვაზე უარი თქვა

პორტუგალიური წყაროების ცნობით, ალბერტო კოშტას სპორტინგში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის.

პორტუგალიელები ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე გასულ დღეებში აქტიურად მუშაობდნენ, თუმცა გამოცემა A Bola-ს ცნობით, იგორ ტუდორს კოშტას შენარჩუნება სურს და იუვენტუსი მის მარტივად გაშვებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, სპორტინგს კოშტას გასაფორმებლად იუვენტუსისთვის მნიშვნელოვანი წინადადების გაკეთება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტურინში დარჩება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

48 views
error: დაცული კონტენტი !