TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონცა შესნისა და დე შილიოს ტრანსფერით ინტერესდება

ვოიცეხ შესნის გარდა, მონცა იუვენტუსის მცველის მატია დე შილიოს ტრანსფერით ინტერესდება.

იტალიელი მცველი პოლონელი კარის დარაჯის მსგავსად ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და ტურინული გრანდი მათი გაშვების წინააღმდეგი არ არის.

ნიკოლო სკირას ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ბიანკონერი ლომბარდიული გუნდისგან პირველი წინადადების მოლოდინშია.