იუვე კიმ მინ-ჯეს ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ბაიერნის მცველის კიმ მინ-ჯეს ტრანსფერით ინტერესდება.
ნაპოლიში თავის შესანიშნავად წარმოჩენის შემდეგ, კორეელი ფეხბურთელი ბაიერნში გადაბარგდა, სადაც მისი კარიერა არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება და გერმანული გრანდი კიმის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი 28 წლის ფეხბურთელის 25-30 მილიონ ევროდ გაფორმებას ეცდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                