გადამწყვეტი შეხვედრა იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის თაობაზე შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფრანგული გუნდი სატრანსფერო ფანჯრაზე მუშაობისთვის მზად არის და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი კოლო მუანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაა.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ფრანგი ფორვარდის იჯარის 1 წლით გახანგრძლივებას ცდილობს, რის სანაცვლოდაც პსჟ-ს 10 მილიონ ევროს სთავაზობს, მისი შემდგომში 30-35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.
პარიზელები თავის მხრივ ჯერჯერობით ამ ფორმულაზე უარს ამბობენ და ფეხბურთელის გაყიდვა დაუყოვნებლივ სურთ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
