იუვენტუსსა და მაკკენის შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
უესტონ მაკკენის იუვენტუსიდან წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.
ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ იუვენტუსი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.
SportItalia-ს ცნობით, მაკკენი ხელფასის 3.5-4 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, რის გადახდასაც ტურინული გრანდი არ აპირებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
