იუვენტუსის ახალი წინადადება პსჟ-ს…
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა პსჟ-ს რანდალ კოლო მუანის თაობაზე ახალი წინადადებით მიმართა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფრანგებს კოლოს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს, მისი შემდგომში 30-35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
პსჟ-ს კოლოს გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 50 მილიონად სურს, თუმცა თავად კოლო მუანის სურვილმა, ვისი პრიორიტეტიც იუვენტუსში დარჩენაა, შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ