TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სანჩოს გაფორმებას მხოლოდ იჯარის წესით განიხილავს

იუვე ჯეიდონ სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა ინგლისელის გაფორმებას მხოლოდ იჯარის წესით განიხილავს.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, სანჩოს სანაცვლოდ მოთხოვნილი 45 მილიონი ევროს გადახდა კრისტიანო ჯუნტოლის გეგმებში არ შედის და ტურინული გრანდი მის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას გეგმავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

სანჩო კარიერის იუვენტუსში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მანჩესტერს ამ ეტაპზე ფეხბურთელის საბოლოოდ გაყიდვა უნდა და მისი იჯარით გაშვებას ჯერჯერობით არ განიხილავს.