მილიკის ტრანსფერით არაბული გუნდები ინტერესდებიან
არკადიუშ მილიკი იუვენტუსის გეგმებში უკვე დიდი ხანია არ შედის და პოლონელი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს დატოვებს.
La Stampa-ს ინფორმაციით, მილიკის მიმართ ინტერესს რამდენიმე არაბული გუნდი იჩენს.
წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში არკადიუშის თაობაზე ინფორმაცია ალ-შაბაბმა და ალ-აჰლიმ გამოითხოვეს, ტურინული გრანდი მილიკის უფასოდ გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონელი გუნდს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დატოვებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
