TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება

იუვენტუსი პსჟ-სთან კოლო მუანის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ ჯერჯერობით მხარეები საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ.

ტურინულ გრანდს ფრანგი ფორვარდის იჯარის კიდევ 1 წლით გახანგრძლივების იმედი აქვს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, პარიზელები კი კოლოს სანაცვლოდ 45 მილიონს ითხოვენ და მისი არენდით გაშვებას აღარ აპირებენ.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსს იმედი აქვს, რომ კოლოს ტურინში დარჩენის სურვილი, რაც ფეხბურთელმა არაერთხელ ღიად დააფიქსირა, მოლაპარაკებებში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

47 views
error: დაცული კონტენტი !