TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დევიდი ტურინში ხვალ ჩაფრინდება

ჯონათან დევიდი ტურინში ხვალ დილით ჩაფრინდება, რის შემდეგაც J Medical-ს ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

ტურინული გრანდი 25 წლის ფორვარდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. ის 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გასამრჯელოს სახით 5.5 მილიონს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1.5 მილიონი ევრო დაემატება.

დევიდის აგენტი საკომისიოს სახით დაახლოებით 15 მილიონს გამოიმუშავებს.


გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !