კამბიაზო იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი და ანდრეა კამბიაზო ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
თუ რამდენიმე თვის წინ იტალიელი ფეხბურთელის წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, ახლა ის იგორ ტუდორის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება და ბიანკონერი მის გაშვებას აღარ განიხილავს.
წყაროს ინფორმაციით, კამბიაზო ტურინული გრანდის რიგებში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)