მარსელი ვეას ტრანსფერით ინტერესდება
მარსელი იუვენტუსის გარემარბის ტიმოთი ვეას ტრანსფერით ინტერესდება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი იგორ ტუდორის გეგმებში არ შედის და ტურინული გრანდი მის გაყიდვას აქტიურად ცდილობს.
არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ვეას გამოყენება მარსელის მცველის ლეონარდი ბალერდის ტრანსფერში ცადოს. ფრანგების გარდა, ვეას ტრანსფერით ლიდსი და ევერტონიც ინტერესდებიან.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)