დევიდი შემოწმებას პარასკევს გაივლის
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა ჯონათან დევიდის სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნა.
წყაროს ცნობით, კანადელი ფორვარდი J Medical-ში შემოწმებას პარასკევს გაივლის და იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.
დევიდი იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გასამრჯელო სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.
ფეხბურთელი და მისი აგენტი ბონუსის სახით საერთო ჯამში დაახლოებით 12-13 მილიონ ევროს მიიღებენ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)