ბალერდი იუვენტუსის პრიორიტეტია
დამიენ კომოლი გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და ფრანგი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ცენტრალური მცველის გაფორმებაა.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის პრიორიტეტად მარსელის კაპიტანი ლეონარდო ბალერდი რჩება, მისი გუნდში ხილვა პირადად იგორ ტუდორს სურს, ხორვატ სპეციალისტს არგენტინელთან მუშაობის გამოცდილება აქვს და მისი მახასიათებლები კარგად იცის.
მარსელი ბალერდის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 35-40 მილიონს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)