TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ლუისის შემცვლელი შეარჩია

დუგლას ლუისი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და სვარაუდოდ გუნდს დატოვებს, ტურინულ გრანდს კი მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

მატეო მორეტოს ცნობით, ბიანკონერი სპორტინგის ნახევარმცველის მორტენ ჰიულმანდის ტრანსფერით ინტერესდება.

პორტუგალიელებმა დანიელი ფეხბურთელი ლეჩედან 20 მილიონად გაიფორმა და 26 წლის ფეხბურთელმა სპორტინგში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.

მორეტოს ცნობით, დანიელის გაყიდვა პორტუგალიელების გეგმებში არ შედის, თუმცა თუ რომელიმე გუნდი 35-40 მილიონს გადაიხდის, ამ წინადადებაზე უარის თქმა შეუძლებელი იქნება…

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !