TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ არანაირი წინადადება არ მიუღია…

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს და სერბის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, ტურინულ გრანდს არანაირი წინადადება არ მიუღია.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, დაინტერესებული გუნდებისთვის მოთხოვნილი 25-30 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება, თუმცა ვლაჰოვიჩის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასის გადახდას ჯერჯერობით არც ერთი გუნდი არ აპირებს.

დიდია იმის ალბათობა, რომ ვლაჰოვიჩი იუვენტუსში დარჩეს და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, ამ შემთხვევაში კი ბიანკონერი მას შემადგენლობიდან მოკვეთს და მას 1 წელი უქმად ყოფნა მოუწევს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !