ბეტისმა არტურის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, რეალ ბეტისი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.
ესპანელები არტურის ტრანსფერზე იანვარშიც მუშაობდნენ, თუმცა მაშინ გუნდებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ბეტისის გარდა, არტურის დაბრუნებაზე მუშაობს ჟირონაც, მაგრამ ჯერჯერობით ესპანელები იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 13-14 მილიონის გადახდაზე უარს ამბობენ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)