იუვენტუსმა მსოფლიო ჩემპიონატზე 32 მილიონი გამოიმუშავა
იუვენტუსმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობა 1/8 რაუნდში დაასრულა და საკმაოდ კარგი ფინანსური შევსება მიიღო.
Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა საერთო ჯამში FIFA-სგან 32 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული თანხა სრულიად გუნდის სატრანსფერო ბიუჯეტს დაემატება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)