TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

ოსიმენის კონტრაქტში მითითებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა ნებისმიერ არაიტალიურ გუნდს 75 მილიონ ევროდ შეუძლია, 14 ივლისამდეა აქტიური, რის შემდეგაც ოსიმენის გაფორმების ნებისმიერ მსურველს ნიგერიელი ფორვარდის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა უშუალოდ ნაპოლისთან მოუწევს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ოსიმენის გამოსასყიდი თანხის გადახდას არც ერთი გუნდი არ აპირებს, ნაპოლის კი ვიქტორის მაქსიმალურად მოკლე დროში გაყიდვა და მიღებული თანხით გუნდის გაძლიერება სურს, ამიტომ დიდია ალბათობა, აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორის იუვენტუსში გაშვებას დათანხმდეს…

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !