TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დევიდის გაფორმება ოსიმენის ტრანსფერს არ გამორიცხავს

იუვენტუსმა ჯონათან დევიდის ტრანსფერი დახურა, თუმცა კანადელი ფორვარდის ყიდვა შეტევაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტრანსფერს არ გამორიცხავს.

ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ტურინული რანდის მთავარი საზრუნავი ახლა დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გაშვება იქნება, რადგან ისინი გუნდის გეგმებში აღარ შედიან, ამის შემდეგ კი ბიანკონერი გადაწყვეტს, შეინარჩუნოს რანდალ კოლო მუანი, თუ აქცენტი სხვა სამიზნეებზე, მათ შორის ვიქტორ ოსიმენზე გააკეთოს.

ოსიმენი თავის მხრივ არაბეთში გადაბარგებას არ ჩქარობს და ევროპის გრანდების მოლოდინშია. ის იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება, თუ ტურინულმა გრანდმა ნაპოლისთან საერთო ენა გამონახა.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !