TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორი:“ იმედგაცრუებულები ვართ, გუნდი მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯა“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა რეალთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ დავმარცხდით და ამის გამო იმედგაცრუებულები ვართ, გუნდმა მოედანზე ყველაფერი დადო და სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა.

„ილდისის შეცვლა ? ასეთ კონდიციებში თამაში ტრავმის რისკებთან არის დაკავშირებული, ამიტომ რისკზე წასვლა არ გვინდოდა და კენანის გამოყვანა გადავწვიტეთ.

„რა დაგვაკლდა რეალისა და სიტის წინააღმდეგ ? ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდებზე ვსაუბრობთ, ახლა ფეხბურთელებმა უნდა დაისვენონ და მომდევნო სეზონისთვის ძალები აღიდგინონ.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !