დევიდის შემდეგ, იუვენტუსი სანჩოს ტრანსფერის დახურვას ცდილობს
ჯონათან დევიდის იუვენტუსში ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია და ახლა დამიენ კომოლის ყურადღება ჯეიდონ სანჩოზეა გადატანილი.
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის ინგლისელი ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მომდევნო საათებში გაიმართება.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის სანჩოს ტრანსფერში იუვენტუსი გამოკვეთილი ფავორიტია და დიდია ალბათობა, ინგლისელი მომდევნო სეზონში ბიანკონერის რიგებში ვიხილოთ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)